რუსთავში შადრევნები 1 მაისიდან ჩაირთვება.
"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ შადრევნები ქალაქში 1 მაისიდან ჩაირთვება. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს რის შემდეგაც ავზების დასუფთავება მოხდება.
როგორც რუსთავსერვის ცენტრში აცხადებენ, შადრევნები გრაფიკით იმუშავებს. მათი ჩართვა დილის 10:00 საათიდან 13:00 საათამდე მოხდება.
შადრევნები საღამოს საათებშიც იფუნქციონირებს. კერძოდ: 16:00 -დან ღამის 23:00 საათამდე. ავზებში წყლის შეცვლა კი 2 კვირაში ერთხელ მოხდება.