საგზაო ინფრასტრუქტრული პროექტი

2018-04-22 20:00:38

რუსთავის მერია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

გზის კაპიტალური მშენებლობა, რომელიც  ლესელიძის ჩიხში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა. სამშენებლო კომპანიამ აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დააგო, მანამდე კი გზის გარკვეულ მონაკვეთზე შიდა საკომუნიკაციო ქსელი მოწესრიგდა. რამდენიმე დღეში ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგება რის შემდეგაც პროექტი დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებამდე, აღნიშულ მონაკვეთზე არსებული გზის საფარი ტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა, რის გამოც მაღალი იყო ავტომობილების დაზიანების საფრთხე.

გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის შემდეგ კი  ადგილობრივებს  მოდერნიზირებული და რეაბილიტირებული გზა ექნებათ, რაც გააუმჯობესებს როგორც ქვეითად ასევე ავტომობილით მოსიარულეთა  შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას.