ინფრასტრუქტურული პროექტი

2018-04-22 14:57:27

ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

რუსთავში წმ.ნინოს ქუჩიდან რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ჩასასვლელად პანდუსის მოწყობა მიმდინარეობს. 

სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოაჯირები, მიმდებარე ტერიტორიაზე კი თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების სისტემა დამონტაჟდება.

პროექტის თანახმად, პარკში სულ 3 პანდუსი მოეწყობა: ჩასასვლელთან, კიბეებთან და ხიდთან. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 700 ლარი დაიხარჯება.