ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, კოსტავას გამზირზე გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს "ოპელი"-ს და "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შეჯახების შედეგად "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გაზონისთვის განკუთვნილი რკინის ჯებირი გაანგრია და მწვანე საფარზე გაჩერდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.