რუსთაველების სასწაული სტადიონზე [video]

2018-04-21 23:41:15

საქართველოს ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში გორის "დილა" რუსთავის "რუსთავს" დაუპირისპირდა. თამაში საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. 9 წუთზე ანგარიში "დილას" ფეხბურთელმაავინ ფორტისმა გახსნა, პირველი ტაიმი მაღალ ტემპში და ძირიტადად ფრთხილი თამაშით დასრულდა. თამაშის მეორე ნახევარი შეტევებით დაიწყო თუმცა ორივე კლუბს უჭირდა გოლის გატანა, 80 წუთზე ნოდარ ქავთარაძემ რუსთაველების კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. თითქმის დაუჯერებელი იყო თამაშის შემობრუნება თუმცა რუსთაველები იმედს არ კარგავდნენ. ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე რუსთაველებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს და 89 წუთზე გოლი თამაზ მაქაცარიამ გაიტანა. მსაჯმა თამაშს 5 წუთი დაუმატა, რუსთაველები აქტიურად უტევდნენ მოწინააღმდეგეს, ერთერთი შეტევის დროს კუთხური დაინიშნა. დამატებითი დროის ამოწურვამდე 30 წამი იყო დარჩენილი, ამიტომ მეკარე ნუკრი რევიშვილმა მიატოვა კარები და "დილას" საჯარიმოში ჩავიდა, სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე ჩაწოდებული კუთხური და გოლი თავით გაიტანა. რუსთაველებმა თამაში გაათანაბრეს და შეხვედრაც დასრულდა.

არსებული ინფორმაციით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო მეკარის მიერ გატანილი პირველი გოლი. ნახეთ ვიდეო.