ქარხანა, რომელიც ელექტროავტობუსების წარმოებას დაიწყებს რუსთავში აშენდება, აქ დამზადებული ავტობუსები კი ექსპორტზე, ევროკავშირში გავა. კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ "ინფო რუსთავთა" საუბრისას დაადასტურა, რომ 4 ლოკაციიდან ერთ-ერთი რუსთავი იქნება, სადაც მომუშავე ჯგუფი ქარხნის მშენებლობას დაიწყებს. მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა რამდენიმე დღეში სადემონტრაციოდ საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსი ჩამოვა, რომლის ანალოგების წარმოებაც აღნიშნულ ქარხანაში მოხდება.
საქართველოში ელექტროავტობუსების მწარმოებელ ქარხანაში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი.
"ინფო რუსთავი" ინფორმაციით ქარხნის მშენებლობა სავარაუდოდ რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება.