დაკარგული დები იპოვნეს

2018-04-21 21:51:14

გორში დაკარგული დები სამართალდამცავებმა დღის მეორე ნახევარში რუსთავში იპოვნეს. არასრულწლოვანი დები რუსთავში მეგობართან იმყოფებოდნენ, ჩვენი ინფორმაციით მას შემდეგ რაც "ინფო რუსთავმა" დების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გოგონების მეგობარმა დაარწმუნა ისინი რომ მათ ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მშობლებისთვის და პოლიციისთვის მიეწოდებინათ.

შეგახსენებთ რომ 16 წლის მარიამ და 17 წლის ანი მეგრელიშვილებს პოლიცია და ოჯახი უკვე 9 დღე ეძებდნენ. ისინი ამ დროისთვის გორის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის მიზნით იმყოფებიან. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

მოზარდების სახლიდან წამოსვლის მიზეზად თავდაპირველად მშობლებთან უთანხმოება დასახელდა.