რუსთავში მარილის წარმოება იგეგმება.
საწარმოში წარმოებული და დაფასოებული პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე გაიყიდება.
ქარხნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში მარის არხის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება.
ინფო რუსთავის ინფორმაციით პირველ ეტაპზე ქარხანაში 20 ადგილობრივი დასაქმდება. საწარმოს ამუშავების შემდეგ კი კომპანიაში სულ მცირე 50 რუსთაველი იმუშავებს.