რუსთავის მერის მადლობა "არტ კერის" მოსწავლეებს და პედაგოგს.
ირაკლი ტაბაღუა ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსის "დამიხატე მშვიდობა" გამარჯვებულ ორ რუსთაველ მოსწავლეს, ქეთევან სურმავას, ეკატერინე სეხნიაშვილს და მათ პედაგოგს, მხატვარ დარეჯან ნოზაძეს შეხვდა და საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა. შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა მხატვრებს რუსთავის მერის მოადგილემ გოჩა ლორიამ.
ხატვის საერთაშორისო კონკურსში 3000 ბავშვი მონაწილეობდა. 50 საუკეთესო ნახატის ავტორი, მათ შორის, "არტ კერის" მოსწავლეები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.
საუკეთესო კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის 7 მაისს, პარიზში გაიმართება. გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და ლაუერატის მედლები გადაეცემათ.