ბარიდან ლუდის კასრი მოიპარეს [VIDEO]

2018-04-18 19:34:28

რუსთავში ბოსტანქალაქის ქუჩაზე ლუდის ბარი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. უცნობმა პირებმა ობიექტიში შეღწევა მინის ჩამსხვრევით მოახერხეს.

ბარში თანხა არ ინახებოდა, ადგილობრივების ინფორმაციით, ობიექტიდან ერთი კასრი ლუდია წაღებული.

ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს. მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს. ნახეთ ვიდეო.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე