რუსთავის მერიაში ცვლილებებია."ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის თანამდებობას გიორგი გოროზია დაიკავებს. გოროზია ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელია.
რაც შეეხება "რუსთავის სერვის-ცენტრს", აღნიშნული მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი მოდებაძეა.
საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია გიორგი გოროზიამ "ინფო რუსთავთან" არც უარყო და არც დაადასტურა. მას საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
"რუსთავსერვის ცენტრის" ახალ ხელმძღვანელს ქალაქის მერი ხვალ ოფიციალურად წარადგენს.
ავტორი: ირმა კურტანიძე