ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალაში მოხდა. არსებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითს, 10 წლამდე ბავშვს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ავარიის გამო შეფერხებულია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე გადაადგილება.