გერმანიაში, ქალაქ კონიგსბურგში შოკოლადის ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Sächsische Zeitung ავრცელებს. შემთხვევა 3 იანვარს მოხდა. 29 და 35 წლის ქართველმა მამაკაცებმა კონიგსბურგის სუპერმარკეტიდან შოკოლადის 37 ფილა მოიპარეს და მანქანით გაიქცნენ, თუმცა ისინი პოლიციამ მალევე დააკავა. ქართველების მიერ მოპარულმა ტკბილეულობის საფასურმა 200 ევრო შეადგინა.
წყარო: http://www.sz-online.de/nachrichten/schokoladendiebe-gefasst-3578650.html