კინგსტონი მსოფლიოში ყველაზე დიდი მეხსიერების ბარათს გამოუშვებს. ფლეშ მეხსიერების ბარათი მოცულობით თითქმის 8 iphone–ის მოცულობას უტოლდება და 3 ინჩზე პატარაა. ახალი USB ფლეშ მეხსირების დისკის გამოშვება Kingston Technology–მ ცოტა ხნის წინ ლას–ვეგასში დააანონსა. პატარა პორტაბელურ მოწყობილობას უამრავი ინფორაციის შენახვა შეუძლია, მათ შორის 160–ზე მეტი HD ხარისხის ფილმისა. 2 ტერაბაიტიანი ფლეშ მეხსიერების დისკი თებერვალში გაიყიდება. მანამდე კი "კინგსტონის" წინა 1 ტერაბაიტიანი ფლეშ მეხსიერების ბარათის შეძენა Amazon-ზე 2,730 აშშ დოლარადაა შესაძლებელი. კომპანია ახალი პროდუქციის ფასს ჯერ–ჯერობით არ ამჟღავნებს.