გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევები რუსთავში. 2018 წლის სამი თვის მონაცემებით ქალაქში გაზის ინტოქსიკაციის 32 შემთხვევა დაფიქსირდა. იანვრის თვეში 11, თებერვალში 6, ხოლო მარტში ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით 15 გამოძახება შესრულდა. შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"სოკარის რუსთავის სერვისცენტრი"-ს მენეჯერმა გელა წერეთელმა „ინფო რუსთავთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი ყველა შემთხვევაში არის არასწორად დამონტაჟებული წყლის გამცხელებელი სისტემა.
"სოკარ ჯორჯია"-ს წარმომადგენლების თქმით გამოძახების შემდგომ გეგმიურ-გამაფრთხილებელი სამუშაოების ტარდება, რის შემდგომაც დაზიანებული გაზდანადგარები ილუქება, თუმცა ხშირად მოსახლეობა თვითნებურად ხსნის და აგრძელებს წლის გამათბობლის გამოყენებას.
არსებული ინფორმაციით წინა წელთან შედარებით გამოძახებებმა იკლო და რუსთავში გაცილებით ნაკლები შემთხვევა არის დაფიქსირებული.