"ხარები" vs "აია"

2018-04-14 18:41:50

რუსთავის სარაგბო სტადიონზე რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა. რუსთავის "ხარები" ქუთაისის "აია"-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბულად წარიმართა, პირველი ტაიმი რუსთაველთა გამარჯვებით 12:7 დასრულდა, თამაშის მეორე ნახევარში სტუმრებმა ძალები მოიკრიფეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 24:33 დაფისირდა.

დიდი 10-ის ფლეი ოფები 21-22 აპრილს დაიწყება, რუსთაველთა მეტოქე გორის ჯიქი იქნება.