ავარია მაგისტრალზე [photo]

2018-04-14 12:30:59

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის- თბილის მაგისტრალზე , თბილისის  მონაკვეთზე, ორთაჭალაში, დაახლოებით 11 საათზე მოხდა. ერთმანეთს “MITSUBISHI”-ის მარკის ავტომობილი და  “FORD”-ის სამგაზრო მიკროავტობუსი დაეჯახნენ. სამგზავრო მიკროავტობუსი კომპანია “ინტერტრანსს” ეკუთვნის. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი