მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-04-13 23:39:52

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

16 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, ზოგან სეტყვა. (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში). მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 14 აპრილი +19°C, 15 აპრილი +14°C, 16 აპრილი +15°C, 17 აპრილი +18°C.