ქურდობა რუსთავში

2018-04-13 23:01:55

რუსთავში მეგობრობის 33 ნომერი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე სურსათის მაღაზია გაქურდეს. პირველადი ინფორმაციით, მაღაზიიდან კომპიუტერი, სიგარეტები და სხვადასხვა სახის პროდუქტია წაღებული.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს."