რუსთავის თეატრში საგასტროლე კვირეული დაიწყო. რუსთაველების წინაშე სცენაზე მარჯანიშვილის თეატრის დასი სპექტაკლით "როგორც გენებოთ" წარდგა. სპექტაკლის რეჟისორი ლევან წულაძეა და მასში მარჯანიშვილის თეატრის თითქმის ყველა ცნობილი მსახიობი მონაწილეობს. ეს არის შექსპირის პიესის უცნაური ამბავი, საიდანაც გაიგებთ თუ როგორ მტრობენ და იყვარებენ ერთმანეთს ღვიძლი ძმები, როგორ მოულოდნელად იცვლება ადამიანთა ცხოვრება ერთი შეხედვით ამოუცნობი მოვლენების გამო.