რუსთავის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია "რუსთავის განვითარებისთვის" შეიქმნა. ფრაქცია სამი წევრისგან შედგება. ფრაქციის წევრები კობა ლომიძე და კობა ჩალაძე არიან, ხოლო თავმჯდომარე მამუკა აბულაძე იქნება. მამუკა აბულაძის მოადგილედ კობა ლომიძე დაინიშნა.
შეგახსენებთ რომ მე-6 მოწვევის საკრებულოში მამუკა აბულაძე და კობა ლომიძე პატრია ევროპული საქართველოს პარტიული სიით შევიდნენ, მოგვიანებით კი ისინი დამოუკიდებელ დეპუტატებად დარეგისტრირდნენ. რაც შეეხება კობა ჩალაძეს ის საკრებულოში ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს.
ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 2600 ლარით განისაზღვრება, მოადგილესი კი 1 600 ლარია.
რუსთავის 6 მოწვევის საკრებულოში სულ 6 ფრაქციაა:
ფრაქცია "ქართული ოცნება" თავმჯდომარე მალხაზ კომლაძე
ფრაქცია "ქართული ოცნება –კონსერვატორები" თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე
ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები" თავმჯდომარე გურამ ფირცხალაიშვილი
ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" თავმჯდომარე ბონდო მამულაშვილი
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე
ფრაქცია "რუსთავის განვითარებისთვის" თავმჯდომარე მამუკა აბულაძე