დასუფთავების აქცია რუსთავში

2018-04-13 17:08:05

რუსთავის სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიას ბალახისგან  "რუსთავსერვის ცენტრის" წარმომადგენლები ასუფთავებენ.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე შუა გამყოფი ზოლი და გაზონებიც მოწესრიგდა. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი რუსთავის მერიის სამსახური "რუსთავსერვის ცენტრია"