რუსთავის ქუჩები აღდგომის დღეს თითქმის დაცარიელებული იყო. ფოტოები დაახლოებით დღის 12 საათისთვის არის გადაღებული. ცენტრალურ ქუჩებზე: მეგობრობის გამზირზე, შარტავას გამზირზე, ცენტრალურ ხიდზე, კოსტავას გამზირზე და ა.შ. ავტომობილების ძალიან მცირე რაოდენობა გადაადგილდებოდა. მანქანების ნაკადმა საღამოსკენ მოიმატა. ფოტოები რუბრიკაში "ფოტო-ფაქტი".