დღეს დილით, გამთენიისას, ახალციხის კლინიკა "იმედში" 22 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვილის ახლობლების ცნობით, ქალმა 28 მარტს იმშობიარა. დღეს დილით კი ის გარდაცვლილი საავადმყოფოს სააბაზანოში იპოვეს. ოჯახი პასუხისმგებლობას კლინიკის ხელმძღვანელობას აკისრებს. წინასწარი ინფორმაციით, ექიმები გარდაცვალების მიზეზად თრომბს ასახელებენ.
შინაგან საქმეთა ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ახალციხეში შ.პ.ს კლინიკა ,,იმედში” მშობიარობიდან მეორე დღეს გარდაიცვალა 1995 წელს დაბადებული ქალი.