რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე 15 წლის გოგონა ავტობუსიდან ჩამოვარდა და დაზიანებები მიიღო. თვითმხილველების თქმით, გოგონა სკოლაში საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილი ავტობუსით მიდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა ავტობუსში ავარიულ ღილაკი გამოიყენა,რის შემდეგაც კარი გაიღო და გოგონა მოძრავი ტრანსპორტიდან გადავარდა. ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელმაც სკოლის აღსაზრდელი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობდა დამაკმაყოფილებელია, შემდგომი გამოკვლევების მიზნით კი გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ნახეთ ვიდეო.