თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში 70 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდა. ბაღის გახსნას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მის მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულებით, რომელიც ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვისაც, 3 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
რეგიონში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოების ღირებულება ჯამში 374 303 ლარს შეადგენს.
ახალი ბაღის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ქვემო ქართლის გუბერნია ავრცელებს.
ავტორი: ნინა პარუნაშვილი