ჩინური კოსმოსური სადგური, ტიანგონგ-1 შესაძლოა საქართველოში ჩამოვარდეს. 2016 წელს ჩინეთის კომოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა სადგურზე კონტროლი დაკარგეს. მას შემდეგ მეცნიერები ობიექტის დაცემის თარიღისა და ადგილის გამოთვლას ცდილობენ. ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანახმად ტიანგონგ-1 სავარაუდოდ 30 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში ჩამოვარდება, ჩამოვარდნის ზონა ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყო ჩრდილოეთის 43 გრადუსსა და სამხრეთის 43 გრადუსს შორის. ამ ზონაში, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად, საქართველოც მოიაზრება.
კოსმოსური სადგური, რომლის სახელიც ითარგმნება როგორც "სამოთხე", 2011 წელს ამოქმედდა და მან სამ მისიას უმასპინძლა.