ძალადობა არასრულწლოვანზე

2018-03-28 17:48:09

თბილისში, ვაჟა-შაველას გამზირზე 13 წლის მოზარდს ლიფტში უცხო ქვეყნის მოქალაქემ სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მოზარდს სახეზე სისხლის კვალი ჰქონდა. ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველბმა დამნაშავე უკვე დააკავეს.

აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში, წინასწარი მოთავსების იზოლატორშია.

მოზარდი თვალის და თავის არეში მიღებული დაზიანებების გამო იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვანს ტვინის შერყევა და მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს დაქვეითებული.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.