საქართველო VS ესტონეთი

2018-03-27 21:01:00

დღეს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის რიგით მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ესტონელებს უმასპინძლა. მატჩი მიხეილ მესხის სახელიბის სტადიონზე გაიმართა. ვლადიმერ ვაისმა შემადგენლობაში რამოდენიმე იძულებუთი ცვლილება განახორციელა. ტრამვის გამო ვერ ითამაშა ჯანო ანანიძემ (იგი 6 თვე იუქმებს), მის ნაცვლად კვლავ გიორგი პაპუნაშვილი თამაშობდა, ასევე გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად მოედანზე გიორგი მერებაშვილი გამოვიდა. თავის გამოჩენის შანსი მიეცა ჯემალ ტაბიძესაც, რომელმაც გურამ კაშია ჩაანაცვლა. ხოლო გიორგი ლომაიასა და გიორგი ქვილითაიას ნაცვლად, გიორგი მაკარიძე და ნიკა კაჭარავა თამაშობდნენ.

პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 2-0 დასრულდა. მე-6 წუთზე ჯიმი ტაბიძემ დააწინაურა გუნდი, ხოლო 36-ე წუთზე ვაკომ ულამაზესი შორეული დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში. მეორე ნახევარი არანაკლებ საინტერესო გამოდგა. მიუხედავად უგოლო ფრისა, ბევრი დაძაბული და საინტერესო მომენტები იყო ორივე კართან. ყველაზე საინტერესო კი კაჭარავას მომენტი, რომელმაც დაახლოებით 3 მეტრიდან დარტყმული ბურთი მეკრას ვერ ააცილა. ტაბლოზე კი საბოლოო ანგარიში 2-0 დაფიქსირდა.


სპორტული ჟურნალისტი ბაჩო ოდიკაძე