მინისტრის ავტომობილი 12 წლის ბავშვს დაეჯახა

2018-03-26 20:45:28

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს რომ - ჩაუტარდა მას ყველა საჭირო გამოკვლევა, რომლითაც არ აღენიშნება რაიმე სერიოზული დაზიანება ან ტრავმა. არ იყო გადაჭარბებული სიჩქარე და მოძრაობის წესების დარღვევას ადგილი არ ქონია, მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ამაზე ვერ ვისაუბრებ ახლა, იმიტომ რომ აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება."

შეგახსენებთ რომ შემთხვევა წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. მინისტრის კუთვნილი ავტომანქანა 12 წლის მოზარდს დაეჯახა, შემთხვევის დროს ქეთევან ციხელაშვილი ავტომობილში იმყოფებოდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.