რა მოხდა შუქრუთის მაღაროში

2018-03-26 12:22:36

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში დაღუპული მუშა მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. გარდაცვლილი 45 წლამდე მამაკაცის ამოყვანის სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაღაროში შემთხვევა დილის 5 საათზე მოხდა.
როგორც მაღაროელები ამბობენ, მაღაროს ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ-ერთი ლოდი სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა. ასევე ცნობილია, რომ აღნიშნული უბანი ავარიული იყო, თუმცა ადმინისტრაცია ბრიგადას იქ მუშაობას მაინც ავალდებულებდა.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი