ბენზინმზიდს ცეცხლი გაუჩნდა

2018-03-23 18:39:59

რიკოთის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე ბენზინმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია მძღოლი. სატვირთოს წვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის ნაწილსაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის ჩაქრობას 6 სახანძრო ბრიგადა ცდილობს.