ბოლნისში ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების ერთერთ მიზეზად ვალის არ დაბრუნება სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. საქმე ორი მუხლით: სსკ-ის 118-ე, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას გულისხმობს.
ავტორი: ირმა კურტანიძე