2026-04-20 16:13:24
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ნ. ს. (მის: აბაშა, სოფელი პირველი მაისი,) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.
არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა გორშიც. ინდივიდუალური მეწარმეები ე. ბ. და ა. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდნენ აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ობიექტებზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც. დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული ფრინველის ხორცი.
მსგავსი ფაქტები გამოვლინდა წყალტუბოსა და გარდაბანშიც, სადაც ფიზიკური პირები ი. ზ. (მის:წყალტუბოს რაიონი, სოფ. გეგუთი, ავტობანის მიმდებარედ) და თ. შ. (მის: გარდაბანი, სოფ. სართიჭალა) საქმიანობას შესაბამისი აღიარებისა და ვეტერინარული კონტროლის გარეშე ეწეოდნენ. ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.
მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.