რუსთავში 2 პირი დააკავეს

2026-04-20 11:34:08

რუსთავში, ბრალდებულების პირადი  და საცხოვრებელი სახლის  ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა  ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული  დიდ ოდენობით - 1107 შეკვრა  ნარკოტიკულ საშუალება  ე.წ. ბიო.

დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი  ნ.გ. დააკავეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორები და  პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.