ბრალდებულმა მეგობარ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

2026-04-19 12:22:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს - 1984 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.