რუსთავი-მარტყოფის გზაზე ერთმანეთს 3 მსუბუქი ავტომობილი და 1 მიკროავტობუსი შეეჯახა

2026-04-16 20:04:55

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-მარტყოფი გზაზე ნატახტრის მონაკვეთზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით ერთმანეთს 3 მსუბუქი ავტომობილი და 1 მიკროავტობუსი შეეჯახა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს ადგილზე გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 

როგორც, "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული.