საკადრო ცვლილება რუსთავის მერიაში

2026-04-15 14:38:38

რუსთავის მერიაში საკადრო ცვლილებაა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, არქიტეტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა ძლიერიშვილი თანამდებობა დატოვა.

ფაქტი დაგვიდასტურეს რუსთავის მერიაშიც, სადაც განგვიცხადეს, რომ ძლიერიშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა 14 აპრილს დატოვა.

"რუსთავის მერიის გუნდი მადლობას უხდის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს,  ბატონ კობა ძლიერიშვილს პროფესიონალიზმის და იმ შრომისთვის, რომელიც მან გუნდთან ერთად, ქალაქისთვის გაწია.

ბატონმა კობა ძლიერიშვილმა, 14 აპრილს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა. წარმატებებს ვუსურვებთ მას შემდგომ საქმიანობაში",- გვითხრეს მერიაში.

"ინფო რუსთავი" შეეცადა დაკავშირებოდა თავად კობა ძლიერიშვილსაც და მისგან მოესმინა მიზეზი, თუ რატომ დატოვა რუსთავის მერია, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.