თურქეთში, ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

2026-04-14 14:31:10

თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 მასწავლებელია, ხოლო 12 მოსწავლე.

ინფორმაციას გამოცემა sondakika-ი ავრცელებს.

თავდასხმა შანლიურფის პროვინციის სივერეკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მოხდა.

შანლიურფის გუბერნატორის, ჰასან სილდაკის განცხადებით, თავდამსხმელი ყოფილი მოსწავლეა და მან თავი მოიკლა, როდესაც პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი იარაღიდან ჯერ სკოლის ეზოში გახსნა, ხოლო შემდეგ შენობაში შევიდა.