ძლიერი ხანძარი რუსთავში

2026-04-12 12:58:44

რუსთავში საწარმოო ზონაში ძლიერი ხანძარია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე, ძველ პლასტმასის საწყობში გაჩნდა. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსი განგვიცხადეს, ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები.