2026-04-10 13:53:50
პარასკევი ითვლება აღდგომის წინა ხსენების დღედ, იხსენებენ იესო ქრისტეს, ლოცულობენ, იხსენებენ ყველა სიკეთეს, რაც მან გააკეთა ხალხისთვის.
დიდ(წითელ) პარასკევს თან ახლავს სხვა და სხვა აკრძალვები, რომლებიც სასურველია ადამიანებმა დავიცვათ.
სასულიერო პირების თქმით, წითელ პარასკევს არ შეიძლება:
გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა.
უმჯობესია, საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა მარხვისა და ლოცვისთვის.
ყველა საქმე უნდა შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე.
რაც შეეხება საკვების მიღებას: გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების.
ამ დღეს, ღვინის დალევაც აკრძალულია. წითელ პარასკევს იღებება კვერცხი.