რუსთავში, ოდიშარიას ქუჩაზე კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2026-04-08 17:35:01

რუსთავში, ოდიშარიას ქუჩაზე N25 კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ: ""პროექტით დაგეგმილია შენობის ჩრდილი-დასავლეთით მიშენების ნაწილის აღდგენა.  სადარბაზოებში მოეწყობა ლითონის კარი. ყველა სართულზე მოეწყობა ყავისფერი მეტალოპლასტმასის კარები და ყავისფერი მეტალოპლასტმასის ფანჯრები.

მოეწყობა ახალი აივნები და ჩატარდება ძველი მოაჯირების რეაბილიტაცია. აივნის მოაჯირები მოეწყობა ლითონის კვადრატული მილებით, მრგვალი მილითა და ზოლოვანით. ლითონის მოაჯირები შეიღებება ზეთოვანი საღებავით ზედაპირის სრულ დაფარვამდე. ლიოთნის კონსტრუქციაზე მოეწყობა მონოლითური გამჭვირვალე პოლიკარბონატი. პროექტით გათვალისწინებულია მრავალბიწიანი საცხოვრებელი სანლისთვის შენობის მთელ პერიმეტრზე დათბუნება XPS-ფილებით 5სმ. სისქის, შემდგომ ფასადების შელესვა ლითონის ბადეზე, შეფითხვწა მიუწხენით, შეღებვა საფასადე წყალემულსიური სილიკატური საღებავით, ფასადის ნაწილი ცოკოლის სიმაღლეზე მოპირკეთდება ბაზალტის 30 მმ სისქის ფილებით. ასევე დაგეგშილია ყავისფერი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოწყობა-თუნუქის საცრემლეებით. არსებული აივნებისთვის მოეწყობა ლითონის მოაჯირები და წინაფრა, წინაფრა მოეწყობა პროფნასტილით(პროფილირებული ფერადი თუნუქი).

ძირითადი შენობისა და მიშენებების ახალი სახურავის ვიზუალი იდენტური იქნება არსებული სახურავის და მოეწყობა პროფილირებული თუწუქის ფურცლით. პარაპეტი დაცვის მიზნიტ შეიფუთება თუნუქის 0,5 მმ თუნუქის ფურცლით, თუწუქის ფურცელი მოექყობა სახურავისა და კედლის შეხებლობის ადგილებში. სახურავიდან წყლის გადაყვანა
მოხდება წყალსაწრეტი მილებითა და ღარებით, შენობის ძირითად წაწილზე მოეწყობა წოლილა წყალსაწრეტი სისტემა, ხოლო აივნებისთვის გამოყენებულია შეკიდული წყალსაწრეტი სისტემა. არსებული და ახალად მოწყობილი აივნის იატაკები მოპირკეთდება კერამოგრაწიტის ფილებით. შენობის გარშემო მთელს პერიმეტრზე მოეწყობა სარინელი".

გამაგრება/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 562 763 ლარია გამოყოფილი.