2026-04-08 10:07:27
საქართველოს, მე-13 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც 2000-2025 წლებში მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა. Visual Capitalist - ის ინფორმაციით საქართველოში მოსახლეობის 10.3%-იანი კლება ფიქსირდება.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ბოლო 25 წელში მოსახლეობა შემცირებულია სომხეთსა და რუსეთში. სომხეთში კლება 3.3%-ს, რუსეთში კი 0.7%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სამეზობლოში მოსახლეობა ყველაზე მეტად თურქეთში გაიზარდა. კერძოდ, ბოლო 25 წელში ფიქსირდება 33.9%-იანი მატება.
მაღალი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანსაც, სადაც საანგარიშო პერიოდში მოსახლეობის 29.1%-იანი ზრდა ფიქსირდება.