2026-04-03 14:39:26
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, მარნეულში (მის: მარნეულის რ-ნი სოფ დამია-გიურარხი) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი შპს ,,უმკა ჯორჯია“ გამოვლინდა. ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში პესტიციდების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახდენდა ინდივიდუალური მეწარმე მ. ყ.-ც. (მის: ხაშური, იმერეთის ქუჩა N 10).
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და აეკრძალათ აგროქიმიკატებითა და პესტიციდებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე.
სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას