2026-04-03 12:52:01
საქსტატის მიერ გამოქცეყნებული მონაცემების მიხედვით, მარტში წლიურად პურპროდუქტები და ხორცი თითქმის 10%-ით გაძვირდა.
მარტში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე შემცირდა. წლიური ინფლაციის ტემპის შემცირებაზე გავლენა მოახდინა სურსათის სექტორმა, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 7.5%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის მარტში ინფლაცია ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები ასევე მომატებულია სხვადასხვა ქვეჯგუფებზეც: თევზეული (21.2 %), ხილი და ყურძენი (13.4%), პური და პურპროდუქტები (9.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6%), ზეთი და ცხიმი (7.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.9%), რძე, ყველი და კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1%)
ტრანსპორტი და საწვავი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4%-ით. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.3%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების საწვავით ექსპლუატაციაზე (5.7%)
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით.
ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (58.1%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.3%)
მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.6%).