2026-04-02 17:52:34
მარნეულში ახალგაზრდა 20 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ფონზე მოხდა და მამაკაცს ჭრილობები ყელის არეში მიაყენეს.
კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჯეო ჰოსპოტალსის კლინიკაში გადაიყვანა.
მიყენებული ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტი კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მკვლელობაში ბრალდებული პირი იძებნება.