რა დაჯდება რუსთავში ახალი სპორტკომპლექსის აშენება

2026-04-02 11:59:00

რუსთავში მარჯვენა სანაპიროზე ტყე-ჭალის ტერიტორიის მიმდებარედ სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფონდს ბაზრის კვლევა ჰქონდა გამოცხადებული, თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ 182 351 კვ.მ-ზე მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 000 000 ლარს შეადგენს.

სპორტკომპლექსი მოიცავს: მრავალფუნქციური დარბაზს ტრიბუნით 1500 მაყურებელზე; საცურაო აუზებს; სხვადასხვა სპორტის სახეობის დარბაზებს; სატრენაჟორო დარბაზს; კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი; საფეხბურთო და ფრენფურთის მოედნები, ტექნიკური და სხვა მომსახურე ნაგებობებს.

იქამდე კი სანამ სამშენებლო პროცესი დაიწყება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის მგფ-მა 4 737 600 ლარი გამოყპ. 

წინადადების მიღება 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება.