დენის გაძვირების შემდეგ გაიზრდება თუ არა პურის ფასი

2026-03-31 13:53:18

დენის ტარიფის ზრდის მიუხედავად პურის ფასი არ გაიზრდება.

ამის შესახებ "საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. 

"ელექტროენერგია იმდენად აქტუალური არ არის პურისთვის. როგორ არა, ნებისმიერი კაპიკი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთან პური, ძირითადად, ბუნებრივ აირზე ცხვება. ბუნებრივ აირზეა ღუმელები. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ჩვენთან, ძირითადად, ეს არის განათება და ვენტილაცია. მითუმეტეს, ზამთარში არ ვრთავთ ვენტილაციას, სიცივეა. ღუმელებისთვის სითბოში მუშაობა ჯობია. ზაფხულში კი, მაინც თავისი ხარჯი აქვს.

რომ გითხრათ, ეს დიდად აისახება პურის ღირებულებაზეთქო, არ აისახება, პირდაპირაა გეუბნებით. ის ასორტიმენტი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია, მასზე ფასი არ შეიცვლება. მითუმეტეს, ხორბალმა ფასებში დაიკლო, მერე ისევ მოიმატა. ძალიან თამაშობს. ირანის ომის გამო, გემები, რომ წამოვიდნენ, ზოგი სხვა ქვეყნებში უნდა დაცლილიყო და შემოვიდნენ საქართველოს პორტებში. ხორბალი ახლა არის. შარშან რუსეთიდან რომ ვერ მივიღეთ, ყაზახეთიდან შემოვიტანეთ. ახლა პირიქით, ბევრია ხორბალი. ასეთი სიტუაციაა პურზე და სხვა პროდუქტებზე ვერ გეტყვით",- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.