2026-03-31 11:36:41
რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აგვისტოში ან სექტემბერში დასრულდება.
ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ აგვისტოს-სექტემბრის თვეებში უკვე გადავცემთ სრულად დასრულდებულ, გარემონტებულ 800 ბინას დევნილ ოჯახებს. ეს პროექტი დაახლოებით 86 000 000 ლარი დაუჯდა სახემწიფო ბიუჯეტს, აქედან 81 000 000 იხარჯება კორპუსების მშენებლობაზე და დაახლოებით 5 000 000 ფარგლებში დაიხარჯება ტერიტორიის კეთილმოწყობაში. მოწესრიგდება ეზო, გარშემო ტერიტორია, გამწვანდება, შუაში იქნება ბავშთვა გასართობი მოედნები, მოსასვენებელი სივრცეები", -განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს საცხოვრებელ კომპლექსში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასება.
თითოეულ ოჯახს, კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი ქულა ენიჭება. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კომისია განსაზღვრავს რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.