2026-03-30 13:07:35
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში, თერჯოლასა და თბილისში გამოავლინეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ობიექტები, რომლებიც რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.
შპს ,,იდა აგრო საქართველო“ (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. იმირი), ი/მ შ. ჩ (თერჯოლა, სოფ. საზინო) და ი/მ რ. ჭ (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი N2, ობიექტი N16) კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ.
აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს, შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აეკრძალათ პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით ვაჭრობა.
2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა.